მაია ბითაძე - მაია ცქიტიშვილი არის "ქართული ოცნების" სათავეებიდან გუნდში მყოფი ადამიანი, რომელიც მაღალი კვალიფიციურობით გამოირჩეოდა, ყველა იმ თანამდებობაზე, რომელსაც იკავებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მაია ბითაძის განცხადებით, მაია ცქიტიშვილი „არც გიორგი გახარიას და არც ვინმეს კადრი არ იყო“.

მისი თქმით, მაია ცქიტიშვილმა ახალი მთავრობის ფორმირება თანამდებობის დატოვებისთვის გამოიყენა.

"მაია ცქიტიშვილი არის "ქართული ოცნების" სათავეებიდან გუნდში მყოფი ადამიანი, რომელიც მაღალი კვალიფიციურობით გამოირჩეოდა, ყველა იმ თანამდებობაზე, რომელსაც იკავებდა. მე მასთან ძალიან ბევრჯერ მქონდა ურთიერთობა და შემიძლია გითხრათ, რომ იყო გამორჩეული საჯარო მოხელე, თანამდებობის პირი, რომელიც მაღალკვალიფიციურობით გამოირჩეოდა, იყო კარგი გუნდური მოთამაშე. გვაქვს პროცედურა, როცა მთავრობა გადაყენებულად ითვლება და უფლებამოსილება თავიდან ცხადდება, მაიამ გამოიყენა ეს რომ დაეტოვებინა თანამდებობა", - განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა