პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას 22 თებერვალს უყრის კენჭს

პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 22 თებერვალს პლენარულ სხდომაზე გავა.

20-21 თებერვალს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა საპარლამენტო კომიტეტებში გაიმართება. 22 თებერვალს პრემიერობის კანდიდატი და კაბინეტი პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: - მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა, რომელსაც მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.

მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ გუშინ გააკეთა.

თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საზოგადოებას კინემატოგრაფიაში ამერიკულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს