ანა დოლიძე - პური არ არის და სანახაობა ღარიბაშვილის შემთხვევაში მხოლოდ გაძლიერდება

ხომ იცით, პური და სანახაობა - პური არ არის და სანახაობა ღარიბაშვილის შემთხვევაში მარტო გაძლიერდება. გამოვა ახლა ეს დროშებითა და ურა პატრიოტიზმით,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის რომ მთელი ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებაზეა კონცენტრირებული, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოს მოსახლეობას დროებით მაინც დაავიწყონ, როგორ ბნელ გვირაბშია დღეს ქვეყანა შესული.

„მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება უკავშირდება, სწორედ „ქართული ოცნების“ მყარ მომხრეებში და ეს არის, ალბათ, 10-15%, ძალის განცდის გაძლიერებას. რომ, აი, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ სუსტები არ ვართ, კუდით ქვა კი არ გვასროლინეს. შინაარსობრივად, მელიას დევნაზე დღეს რომ მთელი საქართველო დროს ხარჯავს, ეს არის წინასწარ განსაზღვრული იმისთვის, რომ ადამიანებს ცოტახანი მაინც დაავიწყონ, რა უბნელეს გვირაბში ვართ შესულები როგორც ქვეყანა. ეკონომიკის მაჩვენებლებს რომ შეხედოთ, 400 ათასი ადამიანი უმუშევარია, 50 000 ადამიანზე მეტი დღეს ამ მომენტში ჩემოდანს ალაგებს, რომ გერმანიაში წავიდეს მომვლელად, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არავის ხალხის პრობლემები არ ახსოვს, იმიტომ, რომ მელიას დასდევს ხელისუფლება და სპეციალურად არის ეს გაკეთებული. ძალიან კარგი გამოთქმა არსებობს, რომ კანონი არსებობს სხვებისთვის. ღარიბაშვილის შემთხვევაში წესრიგი იარსებებს სხვებისთვის, თორემ ჩვენ ხომ ერთხელ უკვე ვნახეთ, რა ტიპის წესრიგის დამყარება შეუძლია მას,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს