არჩილ თალაკვაძე - ჯუანშერ ბურჭულაძე გახლავთ შედეგზე ორიენტირებული, პროგრესული ადამიანი, ირაკლი ქარსელაძე კი გამოცდილი საჯარო მოხელეა, რომელსაც დიდი პროექტების მართვის გამოცდილება აქვს

ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მიმუშავია და შემიძლია გითხრათ, რომ ის გახლავთ შედეგზე ორიენტირებული, პროგრესული ადამიანი, - ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, რომელმაც თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე წარდგენილ ბურჭულაძეს წარმატებები უსურვა.

“ის საქმიანობდა აშშ-ში, საქართველოს საელჩოში, ძალიან ახლო საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მის მთავრობასთან“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მან ასევე წარმატებები უსურვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი ქარსელაძეს.

“არაერთმა თქვენგანმა ასევე კარგად იცით მის შესახებ. გამოცდილი პროფესიონალი საჯარო მოხელე, რომელსაც აქვს დიდი პროექტების მართვის გამოცდილება. მასაც მინდა, ვუსურვო წარმატებები მნიშვნელოვან საქმეებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: - მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა, რომელსაც მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო