მამუკა მდინარაძე - ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც კანონი ავალდებულებს შს სამინისტროს თუ სხვა უწყებებს, უნდა აღსრულდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „იყო გარკვეული ცუდი ინფორმაციები, რომ გეგმავდნენ სხვადასხვა მძიმე პროვოკაციებს“, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს დაიწყებდა.

თუმცა, როგორც მდინარაძემ ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების გადადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც კანონი ავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ სხვა უწყებებს, უნდა აღსრულდეს, რათა მისი შეუსრულებლობა არ გახდეს პროვოკაციის საფუძველი და პირიქით.

„ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება. ზოგადად ისინიც აცხადებენ და მეც შემიძლია გავიმეორო, რომ სამართლის და კანონის უზენაესობა არის მთავარი. ასევე ნებისმიერი საკითხის აღსრულების დროს, რაც არის სამთავრობო გუნდის სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენცია, უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები და გამორიცხული და დაზღვეული უნდა იყოს, შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე, ყველა რისკი, რომ ადამიანებს არ შეექმნათ კონკრეტული საფრთხე, კონკრეტული აღსრულების პროცესში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც ჩნდებოდა სპეკულაციების საფრთხე. რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული ცუდი ინფორმაციები იყო იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც გეგმავდნენ სხვადასხვა მძიმე პროვოკაციებს, თუ ამ კონკრეტული ქეისის აღსრულების პროცესი დაიწყებოდა. რისკების დაზღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების მხრიდან. თუმცა, სხვა კომპონენტებიც იყო. აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც კანონი ავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ სხვა უწყებებს, უნდა აღსრულდეს და სახელმწიფომ თავისი როლი უნდა შეასრულოს ისე, რომ მისი შეუსრულებლობა არ გახდეს პროვოკაციის საფუძველი და პირიქით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს