შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც „ლელოს“ წევრები აქციას მართავდნენ, 5 პირია დაკავებული

საქართველოს პარლამენტთან „ლელოს“ წევრების მიერ გამართულ აქციაზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.

„ლელოს“ ინფორმაციით, დაკავებულია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე. გარდა ამისა, დაკავებულები არიან „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე. დაკავებას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტროტუარზე საღებავებით წარწერის გაკეთება სცადა.

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა