ვახტანგ მახარობლიშვილი ტომას ბუშსბაუმს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ავსტრიის სპეციალურ წარმომადგენელ ტომას ბუშსბაუმს შორის ვიდეო-შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველოს პრიორიტეტები იყო.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი სამიტის მთავარი თემები.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ ავსტრიელ კოლეგას გააცნო ქართული მხარის ყველა პრიორიტეტი ამ მიმართულებით. ავსტრიის ელჩმა დაადასტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა ევროკავშირისთვის; ასევე, პარტნიორობის ფარგლებში დიფერენციაციის პრინციპის უფრო აქტიურად და ეფექტიანად გამოყენების საჭიროება, რაც მოიცავს ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოების მსურველი და ამისთვის მზადმყოფი ქვეყნებისთვის ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობების მიცემას. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებებისა და არჩევანის პატივისცემა და ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის პროცესში მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევის გაგრძელება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამიტის მოსამზადებელ ეტაპზე გააგრძელებენ მუშაობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პოზიციების მაქსიმალური კოორდინაციის მიზნით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო