მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე" - დეკლარირებას უკეთებ, თითქოს ხარ კონსტრუქციული და ყველაფერს აკეთებ დესტაბილიზაციისთვის, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია

ჩვენ ვხედავთ ისევ ორმაგ სტანდარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ერთი მხრივ, დეკლარირებას უკეთებ, თითქოს ხარ კონსტრუქციული, მეორე მხრივ ყველაფერს აკეთებ დესტაბილიზაციისთვის, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საბედნიეროდ, მათ ეს არ გამოსდით.

„ორმაგი სტანდარტია, როდესაც ერთი მხრივ, თითქოს ითვალისწინებ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნდეს პროცესი ყველა მხრიდან, მეორე მხრივ, ავრცელებ ინფორმაციას, რომ მზად ხარ დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან, იყო კონსტრუქციული, ამ დროს გარბოდე პარლამენტთან, კარვების გაშლას, დესტრუქციას აწყობდე და ცდილობდე, შექმნა ქაოსი, რომელიც საბედნიეროდ, მათ არ გამოსდით. როდესაც ერთი მხრივ დეკლარირებას უკეთებ, თითქოს შენ ხარ კონსტრუქციული, მეორე მხრივ დესტაბილიზაციისთვის აკეთებ ყველაფერს და თან არ გამოგდის, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა