ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - მერამდენე „ცხელ გაზაფხულს“ გვიანონსებენ? ბოლოს თვითონ რჩებიან ხოლმე ცივ ზამთარში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საკითხთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებები, რომ ადამიანთა ნაწილი კანონის წინაშე თანასწორნი არ არიან, „საბჭოური აზროვნების გამოვლინებაა“.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა მელიას საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კონკრეტული უწყება უზრუნველყოფს კანონის და დემოკრატიის ყველა სტანდარტის დაცვით ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას.

„მე რომ გიპასუხოთ ის, რომ ადამიანები განსხვავდებიან კანონის წინაშე, ეს იქნება აბსურდი. ვინც ამას ცდილობს, რომ მარტივი ჭეშმარიტება ხალხში გაასაღოს ისე, თითქოს ადამიანები კანონის წინაშე თანასწორნი არ არიან, ეს არის ძალიან მძიმე გამოვლინება ამ ადამიანების აზროვნების, ვინც ასე უდგება საკითხს - თურმე არიან ადამიანები ზოგიერთნი თანასწორნი, ზოგიერთნი არ არიან კანონის წინაშე თანასწორნი. ეს არის ძალიან მძიმე, საბჭოური აზროვნების გამოვლინება, რომელიც მე არ მიკვირს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, ვინაიდან, ეს ადამიანები არიან საბჭოთა კავშირის მენტალობის მქონე ხალხი. აქედან გამომდინარე, ყველა მათ წინადადებაში თუ ქცევაში ან არის რადიკალიზაცია, ან ექსტრემიზმი, ან ასეთი საბჭოური აზროვნება და ლოგიკა.

რაც შეეხება კონკრეტულად ნიკა მელიას საკითხს, ეს არის კონკრეტული უწყების გადასაწყვეტი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კონკრეტული უწყება უზრუნველყოფს კანონის შესაბამისად, დემოკრატიის ყველა სტანდარტის დაცვით ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობიანად, ცივილურად, კანონის სრული დაცვით და არა ისე, როგორც ეს ზოგს სურს, რომ კანონს გადავაბიჯოთ, ვინმეს უფლება შევლახოთ, ასე არ მოხდება. ეს დრო ჩაბარდა წარსულს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველყოფთ შესაბამისი ქმედებების განხორციელებას, რომ ეს იყოს სრულად კანონთან შესაბამისობაში და პირთა უფლებებიც იყოს დაცული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მხრიდან აქციების დაანონსებას და აღნიშნა, რომ ბოლოს ოპოზიცია „ცივ ზამთარში“ დარჩება.

„მერამდენე „ცხელ გაზაფხულს“ გვიანონსებენ? ბოლოს თვითონ რჩებიან ხოლმე ცივ ზამთარში. ასე რომ, ეს პროცესი, რომელსაც ისინი აგრძელებენ რადიკალიზაციისკენ და ექსტრემიზმისკენ არის კრახისთვის განწირული და ასეც დასრულდება. ჩვენ ცივი გონებით, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპით ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად, ისინი დარჩებიან ცივ ზამთარში და იმ აზროვნებაში, რაც ვერ მოიშორეს და ვერ გადააფასეს ამ წლების განმავლობაში. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას რადიკალიზაციის, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი მოქალქეების დაკვეთა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა