ბადრი ჯაფარიძე - ღარიბაშვილის დამტკიცების შემდგომ, უნდა ველოდოთ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას მელიას დასაჭერად, რაც ტრაგიკულ შედეგებს მოგვიტანს

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას დააკავებენ, ქვეყანაში იქნება ისეთი მასშტაბის მიტინგები, რაც „ქართული ოცნებისთვის“ შეუძლებელს გახდის ფუნქციონირებას და ეს იქნება ვადამდელი არჩევნების წინაპირობაც.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ის მიტინგების და აქციების აქტიური მომხრე იქნება, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ძალადობა შეჩერდეს.

„მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრად ღარიბაშვილის დამტკიცების შემდგომ, ჩვენ უნდა ველოდოთ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას მელიას დასაჭერად, რაც, ჩემი აზრით, მძიმე და ტრაგიკულ შედეგებს მოგვიტანს. ამიტომ მე არც მინდა წარმოვიდგინო, რომ ასეთ უპასუხისმგებლო ნაბიჯს გადადგამს „ქართული ოცნება“, მაგრამ თუ ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ეს მართლაც ძალიან მძიმე და არაპროგნოზირებად შედეგებს მოიტანს. გუშინწინ მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც უამრავი ადამიანი იყო. იქ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყოფილიყო დაკავების მცდელობა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, ჩვენ გვექნებოდა ტრაგიკული შედეგები. იქ იყო ათასამდე ადამიანი თავმოყრილი დახურულ სივრცეში. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საკმარისი რაოდენობაა მუდმივად ადამიანების, რომლებიც რეალურად ცოცხალ წინაღობას შექმნიან მათი იქ ყოფნით, მათი იქ დგომით. ამ წინაღობის გადალახვა შეიძლება დაჯდეს ადამიანების ჯანმრთელობის ზიანის მიყენების ფასად. ცუდ შემთხვევაში, კიდევ უფრო უარესი შედეგით შეიძლება დასრულდეს. ამიტომ ასეთი მცდელობა, თუ ექნება ადგილი, შეეჯახება არა მხოლოდ წინააღმდეგობას იქ მყოფი ადამიანების მხრიდან, არამედ, ტოტალურ მობილიზაციას ოპოზიციის მხრიდან, ვგულისხმობ მართლაც დიდი მასშტაბურ დემონსტრაციებს. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მე ვიქნები ერთ-ერთი აქტიური მომხრე ასეთი ტიპის მიტინგების, რომ ძალადობა შევაჩეროთ. ეს ყველაფერი ემსახურება ძალადობის შეჩერებას და ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გამორიცხვას კრიზისის განმუხტვისათვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა