თინა ბოკუჩავა - ღარიბაშვილის ერთადერთი დღის წესრიგი, რისთვისაც ივანიშვილმა გაამწესა, არის ის, რომ შური იძიოს "ნაციონალურ მოძრაობაზე"

ღარიბაშვილის ერთადერთი დღის წესრიგი, რისთვისაც ივანიშვილმა გაამწესა და ნომინირება გაუკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის ის, რომ შური იძიოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავების მცდელობა არის აბსურდი, რაშიც თავი „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ ჩაიყენა, როცა, მისივე შეფასებით, ნიკა მელიას წინააღმდეგ „საქმე შეკერა“.

„როგორ წარმოგიდგენიათ, როცა გვემუქრებიან დაჭერით და ძალადობრივი შტურმით, ვინ უნდა წარმოადგინოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან? - ნიკა მელიამ. ღარიბაშვილს ან „ქართული ოცნების“ სხვა პაიკებს რომ ჰკითხოთ, ისინი მის დაკავებას აპირებენ. ეს ხომ აბსურდია და ამ აბსურდში თავის თავი ჩააყენეს, როცა ეს საქმე შეკერეს და აიხლართნენ მერე თავიანთ სიყალბეში. ამიტომ უნდა შეჩერდეს პოლიტიკური დევნა ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანამ უნდა აიღოს ვალდებულება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვრაზე. ეს მოგვცემს ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობას.

ღარიბაშვილის ერთადერთი დღის წესრიგი, რისთვისაც ივანიშვილმა გაამწესა და ნომინირება გაუკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის ის, რომ შური იძიოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. აბსურდია ხო? ამ აბსურდიდან უნდა გამოვიდეთ! როგორც წარმოგიდგენიათ, მე თუ უნდა წარმოვადგინო მოლაპარაკებების მაგიდასთან „ნაციონალური მოძრაობა, თავმჯდომარე რომ ვიყო, როგორც წარმოგიდგენიათ, ხელბორკილებით მიმიყვანენ მაგიდასთან? ცოტა უფრო რაციონალურად ხომ უნდა ვისაუბროთ?!“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა