ამერიკელი სენატორები - ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს და  პოლიტიკური ატმოსფერო უნდა განმუხტოს

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. ქართველი ხალხი კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას იმსახურებს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშისა და ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე თქმით, სიტუაციის განსამუხტად ყველა პოლიტიკური მხარე მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან ბევრჯერ წამოვჭერით პოლიტიკური დევნის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვართ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების გაუქმებით, ასეთი პოლიტიკური დევნა და დაკავებები არ უნდა ხდებოდეს. ახლა პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დასრულდება სწრაფად და მშვიდობიანად“, – აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა