73 წლის ასაკში გარდაიცვალა ვახუშტი კოტეტიშვილი

კოტეტიშვილი.

ვახუშტი კოტეტიშვილი კრიტიკული კარდიოლოგიის განყოფილებაში 2 დღის წინ შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. წლების განმავლობაში იგი ფილტვების ქრონიკული დაავადების გამო მკურნალობდა. კოტეტიშვილს 73 წელი რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ირანისტი და ფოლკლორისტი მრავალრიცხოვანი მონოგრაფიების ავტორი იყო. ახლახანს გამოიცა მისი მონოგრაფია ~ჩემი ცხოვრების გზა~.

ირანულის გარდა, თარგმანები ჰქონდა გერმანული და ესპანური ენებიდან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026