აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის ლიდერები - მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ დემოკრატიის პრინციპებს და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი გრეგორი მიკსი და წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკქოლი პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ.

„იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომლის მისაღწევადაც ქართველმა ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა, თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. ძლიერი და მტკიცე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული სტაბილურობისთვის”, - აცხადებენ კონგრესმენები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს