ნინო წილოსანი - მინისტრთა კაბინეტისადმი ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ფრთხილად ვიმოქმედოთ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, მომავალი პრემიერ-მინისტრი, პანდემიის გამო არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს და ამიტომ, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას დეპუტატები ყურადღებას ამ საკითხზეც გაამახვილებენ.

როგორც წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის შეთავაზება იქნება, რომ რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ფრთხილად იმოქმედონ.

„აქცენტი გვექნება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით სიახლეებზე. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახალი კადრია, გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს ალბათ რეგულაციებთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ვიმოქმედოთ ფრთხილად. ასევე აქცენტი გაკეთდება ბიუჯეტის ნაწილზე, რადგან საკმაოდ რთული წელი გველის პანდემიიდან გამომდინარე”,- განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. კომიტეტების ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამას უსმენენ.

იხილეთ ვიდეო:ნინო წილოსანი - მინისტრთა კაბინეტისადმი ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ფრთხილად ვიმოქმედოთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა