ნიკა მელია - უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება

უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება, ეს მისია შეუსრულებელია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ უკან უნდა დაიხიოს.

„ქართულმა ოცნებამ“ უკან უნდა დაიხიოს. უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება, ეს მისია შეუსრულებელია.

სჯობს დღესვე, ხვალვე მიხვდნენ, სანამ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არ ჩაიგდებენ თავს. გადაწყვეტილებამ, რომელიც სახელმწიფოს სახელით გამოიტანეს და საპატიმროში უნდა ვიყო, რატომ არ აქვს მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებაში „ქართულ ოცნებას“? აქ მაინც უნდა დაფიქრდნენ“,-აცხადებს მელია.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტიის ოფისის დატოვებას, ნიკა მელია აცხადებს, რომ აპირებს.

„დიახაც, ვაპირებ. იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ვთვლი კანონის ფარგლებში. უსამართლობას თავს არ ვუხრით. მესმის, რომ მედიისთვის შეიძლება, საინტერესოა, რა იცით, რომ გასული არ ვიყავი და ისევ არ შემოვბრუნდი?!“,-აცხადებს მელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს