ნათია თურნავა - 2021 წელი იქნება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი - 2021-24 წლებში საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5.3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით

2021 წელი იქნება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი - 2021-24 წლებში საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით, ჩვენი ქვეყანა ასევე იქნება ლიდერი ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით, ეს არის საერთაშორისო დონორების შეფასება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს.

ნათია თურნავას განცხადებით, ამის საფუძველს, მათ შორის, იძლევა ის პოზიტიური სტატისტიკა, რაც 2020 წელს დაფიქსირდა.

„2020 წელს გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო დეფიციტი, ანუ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს იყო, რადგან გასულ წელს ჩვენი ექსპორტის შემცირების ტემპი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე იმპორტის. რა თქმა უნდა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგიც, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, ორიენტირებული იყო საექსპორტო წარმოების გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ადგილობრივი წარმოების ექსპორტში, რეექსპორტის გამოკლებით, დაფიქსირდა აბსოლუტური ზრდა - 3, 5 პროცენტი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს მთავრობის პოლიტიკის და მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საექსპორტო წარმოება, მიუხედავად პანდემიისა, ზოგჯერ მისივე წყალობით, უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, და ახალი ბაზრებიც მოიპოვა.

„ასევე დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საერთაშორისო გადაზიდვებში და ესეც იმ პოლიტიკის შედეგია, როდესაც ჩვენ, 2020 წელს, ანტიკრისიზული ღონისძიებების შედეგად უზრუნველვყავით ჩვენი პორტების, რკინიგზის, ჩვენი სახმელეთო გადამზიდავი კომპანიების უსაფრთხო ფუნქციონირება და მთლიანად, სხვადასხვა სატრანსპორტო დარგის მიერ, გასულ წელს გადაზიდული ტვირთების მაჩვენებელში გვაქვს 1 პროცენტიანი ზრდა, რაც, ცხადია, მოკრძალებული ზრდაა და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა გლობალური კრიზისი და პანდემია, მაგრამ ეს არის პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენს ქვეყანას რეგიონში გამოარჩევს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს