ივანე მაჭავარიანი - დაგეგმილია საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით

დაგეგმილია საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, - განაცხადა ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვით და დაფინანსდება ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მქონე პროექტები.

ფისკალურ რისკებსა და ვალის მართვაზე საუბრისას, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, დამტკიცდება ვალის მართვის ახალი სტრატეგია, რომელიც გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო