რომ ითქვას, ირაკლი, თქვენმა მოსვლამ, მისი წასვლა გადაგვატანინა, ამიტომ გისურვებთ წარმატებას, - ასე მიმართა, პარლამენტში, 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ქარსელაძეს, რომელმაც ამ პოსტზე, მაია ცქიტიშვილი შეცვალა.
მან მინისტრობის ახალ კანდიდატს წარმატება უსურვა.
„მივესალმები მინისტრობის კანდიდატებს, განსაკუთრებით ირაკლი ქარსელაძეს, პირველად არის ამ პოზიციაზე. მადლობა მინდა გადავუხადო მაია ცქიტიშვილს გაწეული მუშაობისთვის. რომ ითქვას ირაკლი, თქვენმა მოსვლამ მისი წასვლა გადაგვატანინა, ამიტომ გისურვებთ წარმატებას. გისურვებთ წარმატებას უაღრესად რთულ და სერიოზულ გზაზე, რასაც 2021- 2024 წელი ჰქვია, დარწმუნებული ვარ იმ მიზანს, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია, მივაღწევთ", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.