ირაკლი ქარსელაძე - ურბანული განახლება ნიშნავს ახალი შესაძლებლობების გაჩენას განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის

უმნიშვნელოვანესია ის პროექტები, რომელიც რეგიონული განვითარების მიმართულებით ხორციელდება, ურბანული განახლება მხოლოდ მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას არ გულისხმობს, პირველ რიგში, ესაა ახალი შესაძლებლობების გაჩენა განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

“ძალიან შედეგიანი იყო 2020 წელი სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით, რაც ერთ-ერთი კრიტიკული კომპონენტია. იგი გარემოს დაცვას, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სწორ დაგეგმარებასა და ინფრასტრუქტურის მართებულად მოწყობას ითვალისწინებს, რაც ინვესტიციების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. წელს ველით წყალტუბოს გენერალური გეგმის დამტკიცებას. პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მეშვეობით, მიმდინარეობს ქუთაისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო შედეგს მივიღებთ, რომელიც ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, კერძო სექტორის მნიშვნელოვანი გააქტიურებითა და ჩართულობით,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე ხაზი გაუსვა ბაკურიანის, აბასთუმნის და სხვა ტრადიციული კურორტების განვითარების შესაძლებლობებს.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურული ობიექტები და ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ასეთი ცენტრი გავხსენით, მათ შორის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, მცხეთის მუზეუმი და სხვა. დროის დეფიციტის გამო, სამწუხაროდ, ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა აქ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ბევრი ასეთი ახალი ობიექტი ერთად დაგვითვალიერებია და ბუნებრივია, ეს სწორედ გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია,“ - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს