კახა კალაძე - მე არჩეული მერი ვარ, რაც თბილისისა და თბილისელების წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაზე ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა გუნდში მსჯელობა, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ ჰქონია.

მისივე თქმით, ის არის არჩეული მერი და ყოველდღიური საქმიანობით, ცდილობს, რომ თბილისელების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა შეასრულოს.

„არ მქონია ამაზე საუბარი. იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თბილისისა და თბილისელების წინაშე. ჩემი ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, რომ მათ იმედები არ გავუცრუო და ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა ჩემი ქალაქისთვის. უამრავი პრობლემაა. ყოველდღიურად, თქვენც ჩემთან ერთად დადიხართ, სხვადასხვა პროექტს ეცნობით. ჩვენ ვსაუბრობთ იმ აუცილებლობებზე, პრობლემებზე, რომელიც 30 წელია არსებობს დედაქალაქში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ შემართებით შესაძლებელია ყველაფრის გადალახვა და მოწესრიგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო