კახა კალაძე - დიალოგზე უარი „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს

დიალოგზე უარი „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს. შესაბამისად, ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, ამის დამადასტურებელია ის, რომ ძალიან ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით და ახლაც არის დიალოგისთვის მზადყოფნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუკი ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება, ამას მმართველი გუნდი მიესალმება.

„მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ორივე მხარის მიმართ, არის ის, რომ გარკვეულწილად ჩიხში არ შევიდეს ეს პროცესები, რაც რა თქმა უნდა, ქვეყანას, დემოკრატიას, ქვეყნის განვითარებას დაააზიანებს.

რაც შეეხება ოპოზიციის შესვლას პარლამენტში, ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდში ჩვენი მხრიდან იყო და რა განცხადებებიც კეთდებოდა, მიმართული იყო იმისკენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოსულიყო, ამას ჩვენ მივესალმებით, რადგან იმ მხარდაჭერას, რაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მიიღეს, პატივისცემა სჭირდება. ჩვენი მხრიდან მხოლოდ მისასალმებელი იქნება ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, პოლემიკა ქვეყნის განვითარებაზე, იმ კონკრეტულ პროექტებთან, რეფორმებთან მიმართებაში“, - განაცხადა კალაძემ.

ის ასევე ახალ სამთავრობო გუნდსაც გამოეხმაურა და მაია ცქიტიშვილსა და გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა.

„ირაკლის მინდა წარმატებები ვუსურვო, ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყო გამაერთიანებელი საზოგადოების. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ეს იყო მისი გადაწყვეტილება, მინდა ქალბატონ მაიას თავისი საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო და გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, რომ ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის