ნინო წილოსანი ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს - საინტერესოა თქვენი ხედვა ბიზნესზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვების მიმართ

იმედი მაქვს, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში გარკვეულ დაჩქარებულ გეგმებს შევთავაზებთ ბიზნესს“,- ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ნინო წილოსანმა ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ისაუბრა. როგორც ნინო წილოსანი აცხადებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მინისტრი, ნათია თურნავა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს.

„ვფიქრობ, რომ მე და ნათია თურნავას რეგულაციების შემსუბუქების საკითხზე ერთნაირი მიდგომა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში ჩვენ გარკვეულ დაჩქარებულ გეგმებს შევთავაზებთ ბიზნესს, იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების პირობებზე და საქმიანობაზე ამ რეგულაციებს პირდაპირი გავლენა აქვს. საინტერესოა თქვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც შაბათ-კვირის შეზღუდვების მიმართ. კაფეები და რესტორნებისთვის, რომლებიც ღია სივრცეს ამუშავებენ, მაშინ როდესაც კვირის ორი მნიშვნელოვანი დღე აკლდებათ, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის დიდი დანაკლისია. ასევე ზამთრის კურორტებზე სასტუმროების და საბაგიროების გახსნის კუთხითაც საინტერესოა როგორი იქნება თქვენი ხედვა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა