ივანე მაჭავარიანი - სამწუხაროდ, გვაქვს მაღალდოლარიზებული ეკონიმიკა და ეს დღემდე გვიქმნის პრობლემას

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ვალუტის კურსის სტაბილურობას ხელს ყველაზე უფრო როგორც სახელმწიფო ვალის, ისე კერძო კომპანიების მაღალი ხარისხის დოლარიზება უშლის.

როგორც მან პარლამენტში, 5 გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს ფრთხილი, ზომიერი და დროში გაწერილი. მკვეთრი ნაბიჯები საფრთხილოა.

"ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ვალი საგანაგაშო ნიშანულს უახლოვდება. რატომ ვნერვიულობთ?- იმიტომ, რომ დოლარიზებულია. ჩვენი ვალი იმდენად არის პრობლემა, რამდენადაც დოლარიზებულია. სრულად ადგილობრივი ვალი რომ იყოს, 60% კი არა 160%-იც არ იქნებოდა პრობლემა. 260% აქვს იაპონიას. გქონდეს საკუთარი სუვერენული ვალუტა და ასეთი მაღალი ხარისხის დოლარიზაცია, არაბუნებრივია. რად გინდა მაშინ ვალუტა?! ეს ვალუტა იმიტომ გინდა, რომ შენ გქონდეს მოქნილობა, შენს ვალუტაში გამოშვებული ვალი გაცილებით, თვისობრივად განსხვავებულ მაკროეკონომიკურ სურათს იძლევა. შესაბამისად, ჩვენი გეგმაც იყო, რომ ნელ- ნელა მოგვეხდინა დოლარიზებული ვალის ადგილობრივი გამოშვებებით ჩანაცვლება. წელს გვექნება ნულოვანი გამოშვება, თუმცა სამომავლოდ ეს გზა უალტერნატივოა. იმიტომ მერყეობს კურსი, რომ მაღალი დოლარიზება გვაქვს. დედოლარიზაცია უფრო რბილი ზომებით სჯობს, ვიდრე მკვეთრი და აგრესული ნაბიჯებით, ჩვენ ამის ოპტიმიზაციას ვცდილობთ. სამწუხაროდ, გვაქვს მაღალდოლარიზებული ეკონიმიკა და ეს დღემდე გვიქმნის პრობლემას", - განაცხადა მაჭავარიანმა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი