ირაკლი ზარქუა - ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივმართავ, როცა მათ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, როგორ მოიქცევიან?

„ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივმართავ, მაშინ როდესაც თავიანთ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ მოიქცევიან? მაშინ, როცა მათი ქვეყნის სასამართლოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის დანაშაული, მერე მაინტერესებს როგორი იქნება მათი პასუხი”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, კანონი ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით უნდა აღსრულდეს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს გვერდში დგომა ინსტიტუციების პატივისცემასაც ნიშნავს.

“ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ქვეყანა უნდა იმართებოდეს კანონებით. როგორც კი ამის ნიველირებას გავაკეთებთ, მაშინ სახელმწიფო არ იქნება, არც ბიუჯეტი იქნება და არც მმართველი რგოლი. ყველამ უნდა გავითვისოთ, რომ კანონი მნიშვნელივანია. რიგითი ზარქუა დაარღვევს თუ რიგითი პეტრიაშვილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ეს არის ჩემი პოზიცია და ეს არის გუნდის პოზიცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ კონკრეტულად ყველა ნაბიჯი ყოფილიყო შესაბამისობაში. თქვენ იცით, რა გამოხმაურება მოჰყვა კაპიტოლიუმზე თავდასხმას, დაახლოებით 50-მდე ადამიანია დაჭერილი, მიდის მოლაპარაკებები, იმპიჩნენტის საკითხიც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი შეიცვალა. ის, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ და რევოლუციური სცენარის თუნდაც გაფიქრების შანსი მიეცემა თეორიაშიც, ეს უნდა იყოს აღკვეთილი და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუციებისგან, რასაც ჩვენ ვაკთებთ.

ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივმართავ, ელჩებსაც და ყველა პარტნიორს, მაშინ როდესაც თავიანთ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ მოიქცევიან? მაშინ, როცა მათი ქვეყნის სასამართლოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის დანაშაული, მერე მაინტერესებს როგორი იქნება მათი პასუხი. ვინმემ რომ თქვას, შეთითხნილიაო, აგერ პირდაპირი ეთერი, თარჯიმანის პრობლემა აქვთ? მოვიდნენ, ჩვენ ვუთარგმნით ან თვითონაც არ აქვთ ამის პრობლემა, თარგმნონ რა მოწოდებები იყო. სწორედ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო მოხდა ის, რაც მოხდა და ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია, მაკო გომურიც და პოლიციელი ტაბატაძეც, რომლებმაც თვალი დაკარგეს და ეს არ უნდა მომხდარიყო, ისევე როგორც გავრილოვის შემოსვლა. ჩემი პირადი პოზიციაა, გავრილოვი პარლამენტში იქნებოდა თუ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ერთნაირად მიუღებელი იყო და ეს ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ. ასე, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუციებს. სახელმწიფოს გვერდში დგომა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს ვცეთ პატივი. მადლობა საერთაშორისო მეგობრებს, გვეიმედებიან ისინი, მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ კანონი არის კანონი და ეს არის სახელმწიფოს კანონი, რონელიც უნდა დავიცვათ და პირიქით, მათგან ველოდებით მხარდაჭერას”,- განაცხადა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო