ირაკლი ზარქუა - ოპოზიციას ველოდებით როდის ჩამოყალიბდებიან და როდის იქნებიან მზად, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები - ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციასთან ჯანსაღი და კონსტრუქციული მოლაპარაკება ჰქონდეს. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ზარქუას თქმით, ეს საკითხი არ განიხილება.

“მოლაპარაკებები იცით, რომ ჩვეულებრივად გრძელდება. მეოთხე რაუნდამდე მივედით, წინ გვაქვს კიდევ მეხუთე რაუნდი და ჩვენ, მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ოპოზიციასთან გვქონდეს ჯანსაღი, კონსტრუქციული მოლაპარაკება. ველოდებით როდის ჩამოყალიბდებიან და როდის იქნებიან მზად, რომ გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს საკითხი არც განიხილება, არც ამის საფუძველი არ არსებობს და არც ამის მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში. ჩვენ ეს ვნახეთ. უფრო მეტიც, იმ საზოგადოებრივი კვლევებით, ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, რომლებიც მაინც და მაინც არ არიან გამორჩეული მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურობით, იქაც კი დაფიქსირდა, რომ 76% მხარს უჭერს არა რევოლუციური გზის განვითარებას, არამედ იმას, რომ პარლამენტში მობრძანდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და იქ გააგრძელონ საუბარი”,- განაცხადა ზარქუამ.

მისივე განცხადებით, ხალხი “დაიღალა ოპოზიციის დევნით”.

“ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევა გვაქვს პანდემია, პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა დასაქმება, უმუშევრობა, ეკონომიკის გახსნა. ეს ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უპირველესი ამოცანაა. ხალხიც დაიღალა და ჩვენც დავიღალეთ ოპოზიციის დევნით, "შემოდი" "არ შემოდი" . ვისაც უნდა შემოვიდეს და იმუშავოს და ვისაც არა, აგერ ვინც ვართ ვიმუშავებთ და გავაგრძელებთ, დღესაც ამიტომ ვართ ფორსირებულ რეჟიმში, რომ ორშაბათიდან ამ ქვეყანას მთავრობა და მთავრობის ხელმძღვანელი ჰყავდეს და არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

პროგრამა რაც გვქონდა, ის გრძელდება, ერთ კვირაში რადიკალური ცვლილებები არ არის, უბრალოდ გარკვეული დაზუსტებებია. დარწმუნებული ვარ, ბატონი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობა უფრო ეფექტური იქნება, უფრო წარმატებული. აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი გუნდის ყოფილ წევრებს, გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პანდემიასთან და გამოწვევებთან ბრძოლისას”,- განაცხადა ზარქუამ.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ზარქუა - ოპოზიციას ველოდებით როდის ჩამოყალიბდებიან და როდის იქნებიან მზად, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში