ნათია თურნავა - პრივატიზაციის პროცესში წლის ბოლომდე კერძო ბიზნესს სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს შევთავაზებთ

„სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის მიმართებით აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა კომიტეტებს, ვინც მოკვლევა აწარმოა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ დასკვნების გათვალისწინებით მუშაობა მიდის ორი მიმართულებით.

„ერთი - ეს არის სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მათი კორპორატიზაცია და შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებელნი იყვნენ ფინანსურად და დამოუკიდებლად მოიძიონ დაფინანსება, მათ შორის, რეფორმირებულ კაპიტალის ბაზარზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე სტრატეგიული საწარმო და დანარჩენი სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც უნდა განკერძოვდეს და ჩვენ ამ აქტიური ახალი პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე, სულ მცირე, 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის. კერძოდ, უახლოეს პერიოდში პირველ ათ საწარმოს შევთავაზებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გაიყიდება წელსვე, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა