ზურაბ ჯაფარიძე - ღარიბაშვილი არ შეიცვლება - ერთადერთი მისი ფუნქცია შეიძლება იყოს აგრესია ოპონენტების წინააღმდეგ

ღარიბაშვილი არ შეიცვლება, ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ სხვა უნარები არ გააჩნია, ერთადერთი მისი ფუნქცია შეიძლება იყოს აგრესია ოპონენტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა 25 თებერვალს დაანონსებული აქცია იქნება. მისივე თქმით, რამდენიმე საათში ლიეტვუის ელჩთან შეხვედრა გაიმართება, სადაც საუბარი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და გამოსავლის გზებს შეეხება.

ის ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ პოზაში არიან, თამაშობენ, ვითომ, ქვეყანაში არაფერი ხდება, ვითომ, არ წასულა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ვითომ, არც გახარია წასულა პრემიერობიდან, ამ ხალხს, რომელსაც ნული ლეგიტიმაცია აქვთ, უნდათ გააგრძელონ ქვეყნის მართვა, ამას თამაშობენ.

ღარიბაშვილი არ შეიცვლება, ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ სხვა უნარები არ გააჩნია, ერთადერთი მისი ფუნქცია შეიძლება იყოს აგრესია ოპონენტების წინააღმდეგ. ცოდნისგან, ინტელექტისგან, ყველაფრისგან ეს კაცი დაცლილია, შესაბამისად სხვა მოლოდინი ვერ გვექნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, რეალური პარლამენტი არ არსებობს და ყველაფერი, რაც იქ ხდება, სპექტაკლია.

„მოლაპარაკებებს შინაარსი აქვს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ „ქართული ოცნება“ სერიოზულად შეხედავს ქვეყანაში არსებულ კრიზისს, არ ითამაშებს, რომ არაფერი არ ხდება, ახლა ამ წუთას, თამაშის როლში არიან, რომ ვითომ, არაფერი ხდება და აგრძელებენ მართვას...ეს არის სპექტაკლი, ყველამ, ვინც იქ ზის, იცის, რომ ეს არის სპექტაკლი, არანაირი რეალური მთავრობა, არანაირი რეალური კაბინეტი და არანაირი რეალური პარლამენტი არ არსებობს, თავიდან ბოლომდე სპექტაკლია, რაც იქ ხდება, შინაარსისგან დაცლილი, არ შეიძლება ამას სერიოზულად უყურებდე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს