ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრაზე ნიკა მელიას საქმეზე და გამოსავლის ძიებაზე ისაუბრეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ლიეტუველ კოლეგასთან ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრაზე ნიკა მელიას საქმეზე ისაუბრეს და გამოსავლის გზებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე შეჯერდნენ.

როგორც სამხარაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სიტუაციის დეესკალაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

“ვისაუბრეთ ამ საქმის სამართლებრივ მიმართულებაზეც, ასევე მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც. ვისაუბრეთ გამოსავლის ძიებაზეც და ერთიანი პოზიცია ჩამოგვიყალიბდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სიტუაციის დეესკალაცია არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი”,- განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, ლიეტუველ კოლეგასგან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ საქართველოში არსებული ვითარებიდან გამოსავალი პოლიტიკური დიალოგია.

“ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის პოლიტიკური დიალოგი და ყველა - როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტია, უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი იმიტომ, რომ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ნორმალურად ფუნქციონირებდეს პარლამენტი, იყოს ეკონომიკური განვითარება. სიტუაციის დეესკალაცია უნდა მოხდეს - ამაზე შევთანხმდით”,- განაცხადა სამხარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა