ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - გაერთიანდით, სანამ გვიანი არ არის - რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის, შეჩერდით, გთხოვთ!

გაერთიანდით ახლა, სანამ გვიანი არ არის, უკვე გვიანი იქნება, როდესაც კვლავ დაინახავთ ტანკებს თქვენს ქუჩებში და პრობლემა ის არის, რომ რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის. შეჩერდით, გთხოვთ! - ასე მიმართა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, თავის ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, საქართველომ შეიძლება დაკარგოს ყველაფერი, მაშინ როდესაც ახლა მის წინაშე გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და დემოკრატიული ქვეყნებისადმი ევროკავშირის გაძლიერებული ფოკუსის პირობებში.

ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, დღეს კავკასიის რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა და დასავლეთს სჭირდება საქართველო, როგორც ლიდერი, იმისთვის, რომ რეგიონის სტაბილურობა უზრუნველყოს.

„ჩემს კოლეგასთან მქონდა საკმაოდ კარგი საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა საქართველოსთვის ჩნდება შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ახალი ევროკავშირის ახალი ენერგიით, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიებზე. მსურს, რომ საქართველო იყოს ჩემპიონი ამ რეგიონში, იმიტომ, რომ საქართველო არის ამ პოლიტიკის მატარებელი შუქურა კავკასიაში. თქვენ გაქვთ საკმაოდ რთული ვითარება კავკასიის რეგიონში და იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად, რათა რეგიონის სტაბილურობის პროცესში წვლილი შევიტანოთ, გვჭირდება საქართველო, როგორც ლიდერი, როგორც ჩემპიონი. სწორედ ამისთვის საჭიროა, რომ შიდასახელმწიფოებრივ დონეზე ვითარების დეესკალაცია მოახდინოთ, გამონახოთ დიალოგის გზები. რის თქმასაც ვცდილობთ და რაც იქნება გამეორებული ყველა დონეზე, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის დონეზე, რომლებიც შეიძება ჩამოვიდნენ საქართველოში არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ პროცესში ჩვენი ისტორიული გამოცდილებით. გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი შესაძლებელი გაერთიანებისთვის! ხვალ თქვენ აღნიშნავთ კონსტიტუციის დღეს, ასევე, ახლოვდება ოკუპაციის 100 წლისთავი, მოდით, აღვნიშნოთ ეს დღეები, როგორც გაერთიანებისა და დიალოგის დღეები. ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარე საკუთარ თავში იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად,“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს