საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი საფეხბურთო კლუბებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაეწრო

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრი ავათანდილ ცინცაძე დიდ დიღომში საფეხბურთო კლუბებს - "საბურთალო-დიდი დიღომი" და "დიღომი" შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაეწრო.

როგორც ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნა, საბურთალოს შიდა ტურნირი წელიწადში რამდენჯერმე ტარდება და მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსახლეობაში და განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.

"დიდ დიღომში დღეს 2012 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მუნიციპალურ მოედანზე 200-მდე ბავშვს მწვრთნელები სრულიად უსასყიდლოდ ავარჯიშებენ. ჩვენთვის სპორტის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ყველა მწვრთნელს და პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული შრომისთვის მადლობას ვუხდი", -განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ამახანაგური შეხვედრის დასასრულს კი, ავათანდილ ცინცაძემ გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი გადასცა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა