დავით ზალკალიანი - უნდა დაინახონ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, რომ მათი მომავალი ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებაა და არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ იქნებიან აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მათი აღიარება მოხდება.

როგორც ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, აფხაზმა და ოსმა მოძმეებმა უნდა დაინახონ, რომ მათი მომავალი ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებაა.

„არაღიარების პოლიტიკა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენ ხელთ არსებული ხელშესახები შედეგები მომავალშიც უნდა გამყარდეს. თქვენ გახსოვთ, როგორი ქვეყანა გადმოვიბარეთ 2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, აღიარების კუთხით, რამდენ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული, დღეს იმ 6 ქვეყნიდან 2-მა უკან წაიღო. ამ მიმართულებით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უნდა გვქონდეს მომავალში მნიშვნელოვანი შედეგი. უნდა დაინახონ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, რომ მათი მომავალი ერთობლივ, ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებაა და არ უნდა ჰქონდეთ მათ იმის ილუზია, რომ ისინი იქნებიან აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამას ადასტურებს ზუსტად ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ გვაქვს იგივე სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუნდაც ის კონსოლიდირებული საბიუჯეტო აქტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო სწორედ ჩვენი შეხვედრიდან ძალიან მალე, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც პირდაპირ არის ჩადებული მნიშვნელოვანი ელემენტები, რაც არის დაკავშირებული სანქციებთან, კერძოდ სანქციებთან იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვინც შეეცდება, რაიმე სახის ფორმალური ურთიერთობა დაამყაროს ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო