დავით ზალკალიანი - მასშტაბური სამუშაოები, რომელიც 2021 ჩატარდება, ნატო-საქართველოს ურთიერთობების კონკრეტულ შედეგში აისახება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და დიასპორის საკითხთა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წელს საქართველო-ნატოს ურთიერთობების კუთხით გაწეულ საქმიანობაზე. მისი თქმით, 2021 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიურად დაიწყო. ამ კონტექსტში მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა 22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ნატო-ს შტაბ-ბინაში, სადაც პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში ელჩების დონეზე.

ასევე, დავით ზალკალიანმა აღნიშნა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან სხვადასხვა აქტუალურ თემებზე გამართული კონსულტაციების მნიშვნელობა, მათ შორის „ნატო 2030"-ის სტრატეგიული ხედვის შესახ, სადაც აისახა საქართველოს მხარდამჭერი ფორმულირებები ღია კარის პოლიტიკის და ალიანსში ინტეგრაციის საკითხებზე.

როგორც დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიმდინარე წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა ძირითადად მიმართული იქნება ნატო-ს 2021 წლის ე.წ. შუალედურ სამიტზე საქართველოს საკითხის სათანადო ასახვისკენ.

„ბოლო პერიოდში ნატო-ში გააქტიურებულია დისკუსია „ღია კარის პოლიტიკასთან" დაკავშირებით და მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველომ შესაბამისად გამოიყენოს ეს ვითარება და მაქსიმუმი გააკეთოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსესუსის ჩამოსაყალიბებლად."- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმობა განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) დროული და ეფექტური იმპლემენტაციის საკითხს და შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით ალიანსთან პრაქტიკულ თანამშრომლობას.

„2021 წელს უნდა ჩატარდეს მასშტაბური და შინაარსობრივად დატვირთული სამუშაო, რომელმაც უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი და 2022 წელს დაგეგმილ ნატო-ს სრულფასოვან სამიტზე მოხდეს ასპირანტი საქართველოს პროგრესის ადეკვატური ასახვა სამიტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში",- განაცხადა ზალკალიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა