ნიკა მელია - ოპოზიცია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესის დეესკალაციას შევუწყოთ ხელი, მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას ჩართულობით

ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს ლიეტუვას, მის თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელმაც წარმოუდგენელი ყურადღება გამოიჩინა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ, მაშინ, როცა ნამდვილად არის უმძიმესი ვითარება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ განმარტა, ოპოზიცია მზად არის პოლიტიკური პროცესის დეესკალაციას ხელი შეუწყოს.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს ლიეტუვას, მის თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელმაც ჩემი აზრით, წარმოუდგენელი ყურადღება გამოიჩინა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ, მაშინ, როცა ნამდვილად არის უმძიმესი ვითარება, ვითარება, როცა ძალიან ბევრი რამე არ არის პროგნოზირებადი, პოლიტიკური ცხოვრება საათობრივად იძაბება, ამ დროს, როცა დაუგეგმავი ვიზიტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დეესკალაცია მოხდეს ვითარების, ეს რა თქმა უნდა, ძალზე დასაფასებელია. ჩვენ, ოპოზიცია და ოპოზიციის სახელით თამამად შემიძლია გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესის დეესკალაციას შევუწყოთ ხელი, მზად ვართ დიალოგისთვის და ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას ჩართულობით და არამხოლოდ ლიეტუვას ჩართულობით, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ხელისუფლება რეალობას ადეკვატურად შეაფასებს. რაც მთავარია, ოპოზიციას როგორც ჰქონდა სურვილი, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო, ისეთივე მოწადინებულია დიალოგისთვის, ოღონდ დიალოგი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა დიალოგი დიალოგისთვის“, - განაცხადა მელიამ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა