ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - ჩვენი ბედი მსგავსი იყო, ყველა ერთსა და იმავე ციხეში ვიყავით, გამოვედით ამ ციხიდან და ახლა გვინდა, რომ საქართველო გაჰყვეს ლიეტუვის გზა

ჩვენი ბედი ძალიან მსგავსი იყო, თქვენი წარსულისა, ჩვენ ყველა ერთსა და იმავე ციხეში ვიყავით, გამოვედით ამ ციხიდან და ახლა გვინდა, რომ საქართველო გაჰყვეს ლიეტუვის გზას,- ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გადადგას ნაბიჯი და მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები, იმისთვის, რომ დიალოგის რეჟიმის ამოქმედებას ხელი შეუწყოს.

„საბჭოთა ოკუაციის დღე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც გვახსენებს თუ როდის დაკარგა საქართველომ თავისუფლება. ვიმედოვნებ, რომ ეს დღეები იქნება ერთიანობისა და დიალოგის დღეები და არა ესკალაციის. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯი, იმისთვის, რომ მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ხელი შეუწყოს დიალოგის რეჟიმის ამოქმედებას. ჩვენ ვართ ლიეტუვის თავმდაბალი პატარა ქვეყანა, ჩვენი ბედი ძალიან მსგავსი იყო თქვენი წარსულისა, ჩვენ ყველა ერთსა და იმავე ციხეში ვიყავით, გამოვედით ამ ციხიდან და ახლა გვინდა, რომ საქართველო გაჰყვეს ლიეტუვის გზას. ვიმედოვნებ, რომ ყველა ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს,“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს