დავით ზილფიმიანის განცხადებით, შეიძლება, ზოგიერთი მინისტრი მათ მოსწონდეთ, თუმცა მთლიანად მინისტრთა კაბინეტს „ევროპელი სოციალისტების" მხარდაჭერა არ ექნება

„ევროპელი სოციალისტების" წევრის, დეპუტატ დავით ზილფიმიანის განცხადებით, მისი პარტია მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

როგორც ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეიძლება, ზოგიერთი მინისტრი მათ მოსწონდეთ, თუმცა მთლიანად მინისტრთა კაბინეტს „ევროპელი სოციალისტების" მხარდაჭერა არ ექნება.

„ვოცნებობ დღეზე, როდესაც ჩვენი კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ როდესაც ხდება მთავრობის წარდგენა, არა კოლექტიურად, არამედ ინდივიდუალურად ეყაროს კენჭი მინისტრებს. ამას უნდა მივაღწიოთ. შეიძლება ვიღაც კარგი იყოს, ადამიანები ვართ, ჩასაფრებულ პოზაში ხომ არ ვიქნებით, შეიძლება ვიღაც არ ვარგოდეს, ამის გამო გამოდის, რომ ან ხო უნდა თქვა, ან - არა. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ",- განაცხადა ზილფიმიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა