პარლამენტის სამმა კომიტეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის მოსმენა დასრულდა.

მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო.

დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატს კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს. საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანის კანდიდატურის წინააღმდეგი, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის მხოლოდ ერთი წევრი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, დღესვე საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე მოუსმინეს მინისტრობის 4 კანდიდატს: ნათია თურნავას, ირაკლი ქარსელაძეს, ლევან დავითაშვილს და ივანე მაჭავარიანს. კომიტეტმა მათ მხარი დაუჭირა.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს