ნინო ბურჯანაძე - როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც გადამგდები მატყუარაა, იძულებული ხარ, კარავზეც იფიქრო და აქციების გაგრძელებაზეც

ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი სტუმრისთვის, რომ ვგეგმავთ საპროტესტო აქციებს, როგორც რეგიონებში, ისე თბილისის მასშტაბით, ბუნებრივია, მას ეს ძალიან კარგად ესმის“, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, დასავლეთის, კერძოდ, ლიეტუვას მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენს ძირითად მოთხოვნებს. ეს არის ხელახალი, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, სამართლიანი არჩევნების გარემოს შეცვლა. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, ნიკა მელია მიუმატოს პოლიტპატიმრების სიას. რა თქმა უნდა, აქციებს არამარტო შევუერთდები, არამედ ყველა ერთად ვართ და ვგეგმავთ სამომავლო მოქმედებებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რიგითი მოქალაქე, რომელიც შეიძლება შორს იყოს რომელიმე პარტიული კუთვნილებიდან, აუცილებლად შემოგვიერთდება. აქ არ არის საუბარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე, არც პოლიტიკურ ლიდერზე, აქ პრინციპზეა საუბარი, უსამართლობაზე თვალი არ უნდა დახუჭო“,-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, თუ მოლაპარაკებები ნორმალურად წარიმართება, „არც კარავი იქნება და არც აქციები“ .

„როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც გადამგდები მატყუარაა, ასეთ ვითარებაში იძულებული ხარ, კარავზეც იფიქრო და აქციების გაგრძელებაზე. დამეთანხმეთ, ამ სიცივეში არავის არ უხარია კარავში ყოფნა“, - აცხადებს ბურჯანაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს