მიანმარში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

მიანმარში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პოლიციას, ჯარისკაცებსა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება ქალაქ მანდალაიში მოხდა, სადაც პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდაპირველად გაურკვეველი იყო, გამოიყენეს თუ არა სამართლადამცავებმა ნამდვილი ტყვიები, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ აქციის ორი მონაწილე მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, 20 წლის გოგო, რომელსაც მიანმარის საპროტესტო აქციის დროს პოლიციის მიერ ნასროლი ტყვია თავში მოხვდა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს