შსს "მთავარ არხზე" გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხარაგაულში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან უწყება აღნიშნავს, რომ "მთავარი არხის" მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი არ არის და აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლიდან აღარ მუშაობს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ "მთავარ არხზე"გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მტკიცებით ფორმაში ითქვა, რომ იმერეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ ჭყოიძის სახლი გაძარცვეს.

არც გადაცემის ავტორს, არც პროდიუსერს და არც ჟურნალისტს, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა, გადაცემის ეთერში გასვლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაურეკავს. გადაცემის ავტორი კი მტკიცებით ფორმაში აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გაძარცვეს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "მთავარი არხის" მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი არ არის და აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლიდან აღარ მუშაობს.

რაც შეეხება ხარაგაულში მომხდარ ქურდობის ფაქტს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ საცხოვრებელი სახლი ზურაბ ჭყოიძეს არ ეკუთვნის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა