ირაკლი კობახიძე - 2004 წელს რუსული მოდელის მიბაძვით, საქართველოში მმართველობის სისტემა დაინერგა, რომელმაც ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა

2004 წელს რუსული მოდელის მიბაძვით, საქართველოში ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო და ფაქტობრივად სუპერ საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა დაინერგა, რომელმაც ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2013 წლისთვის საქართველოს დაუბალანსებელი როგორც შინაარსობრივად, ასევე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გაუმართავი კონსტიტუცია ჰქონდა, რომელიც გადასინჯვასა და დახვეწას საჭიროებდა.

“2004 წელს რუსული მოდელის მიბაძვით, საქართველოში ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო და ფაქტობრივად სუპერ საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა დაინერგა, რომელმაც ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა. 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2013 წლიდან ამოქმედდა ჰიბრიდული ერთგვარი სუპერ საპრემიერ-მინისტრო მმართველობის სისტემა. 2013 წლისათვის საქართველოს ჰქონდა დაუბალანსებელი როგორც შინაარაობრივი, ასევე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გაუმართავი კონსტიტუცია, რომელიც თვისებრივ გადასინჯვასა და დახვეწას საჭიროებდა. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის რეფორმირების საკითხი 2013 წელს დადგა დღის წესრიგში. შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, თუმცა სუბიექტურ მიზეზთა გამო კომისიის 3 - წლიანი მუშაობა სრულიად წარუმატებლად დასრულდა. 2017 წელს ხელახლა შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოში ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის დამკვიდრება დაისახა მიზნად. საკონსტიტუციო რეფორმა სერიოზული წინააღმდეგობებით იყო აღსავსე, რასაც სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თუ საზოგადოებრივი ჯგუფის რადიკალურად განსხვავებული ინტერესები განაპირობებდა. ამ ვითარებაში საკონსტიტუციო რეფორმის მიღება, საკმაოდ რთული ამოცანა იყო, თუმცა მიზანდასახულობამ და პოლიტიკურმა ლავირებამ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა შესაძლებელი გახადა”, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო