კარლ ჰარცელი - ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს ლიდერობა და პასუხისმგებლობა, რათა სიტუაცია დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს

ჩემთვის, როგორც ევროპელისთვის ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა.

კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოს კონსტიტუციას ძალიან პროგრესული ხასიათი ჰქონდა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ ღონისძიების ნაწილი, სადაც საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ჩემთვის, როგორც ევროპელისთვის ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს. კონსტიტუციის კითხვისას ნათელია ძალიან ნათელი მესიჯი, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილია. ამ კონსტიტუციას ძალიან პროგრესული ხასიათი ჰქონდა, ის ქალებსა და კაცებს თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებდა. ასევე უნდა აღინიშნოს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თავისუფალი შეკრების უფლება, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება. ჩემთვის და ჩემი ევროპელი კოლეგებისთვის ძალიან დიდი პატივია დღეს აქ ვიყოთ. „დიდი მადლობა“ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ დღეს“, - აღნიშნა ჰარცელმა.

მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე.

„ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს ლიდერობა და პასუხისმგებლობა, რათა სიტუაცია დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს. მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობ იმაზე, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს