აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირების დროს პოლიციამ 3 პირი დააკავა

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარლამენტის წინ, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის" აქციას მართავს, სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარვების დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ამ დრომდე. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოწოდებას არ ემორჩილებიან და კარვის დადგმას კვლავ ცდილობენ.

ისინი სკანდირებენ: "მონებო, მონებო".

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა