პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები კარვების გაშლას ცდილობდნენ, კვლავ ხმაურია

კვლავ ხმაურია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის" და "სირცხვილია" აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიმბოლურად პარლამენტის წინ კარვების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მოძრაობა "საქართველოსთვის" ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები და ცდილობენ, სამართალდამცველებს აუხსნან, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მათი კანონიერი უფლებაა.

აქტივისტები სამართალდამცველების მოთხოვნას არ ემორჩილებიან და სამართალდამცველებს მიმართავენ, რომ ისინი "ბიძინა ივანიშვილის მონები არიან, რომლებიც მის უკანონო დავალებებს ასრულებენ".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო