პარლამენტთან აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ჩალაძემ  სერგეი გავრილოვის ფოტო მიიტანა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის" და"სირცხვილია" აქციას მართავს, კვლავ ხმაურია.

ადგილზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, გიორგი ჩალაძე, რომელმაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ფოტო მიიტანა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ფორმით ის მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტში არა დეპუტატები, არამედ "სერგეი გავრილოვები" არიან.

მან აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, პარლამენტის წინ სიმბოლურად პატარა კარავი გაშალა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო პარლამენტთან, სადაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარვის დადგმის საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ადგილზე 4 ადამიანი დააკავეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს