საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია - მსუბუქად დაშავდა ორი მოქალაქე

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ინიციატორის გადმოცემით, კვამლი ამოდიოდა შენობის სახურავიდან.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ პირველი მორეაგირე ჯგუფები. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ხუდადოვის ქუჩის მიმართულებით გავიდნენ დამატებითი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

ხანძარი გაჩენილი იყო ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე და იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ნაწილის გამოყვანა.

ხანძრის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. მათ აღენიშნებათ მცირე დამწვრობა და ჭრილობა ხელზე. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ხუდადოვის ქუჩაზე სულ მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს