დავით გაბაიძე და ზურაბ ჭურკვეიძე საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსი, ზურაბ ჭურკვეიძე, საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გახსნა.

საიუბილეო ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.

„ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი ისტორიული პროცესებისა და მისი პირველი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული ნიუანსების გახსენება-გაანალიზების შემდგომ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფულად ჯილდოს ის ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

“საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გახსნეს. აქ დამთვალიერებლებს სრული წარმოდგენა შეექმნებათ 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე, გაეცნობიან ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სხვადასხვა არქივებსა თუ წიგნთსაცავებში დაცულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს, ასევე, თამარ მეფის დროინდელი „კარვის“ შესახებ ექსპოზიციას, რაც საქართველოში პარლამენტარიზმის დამკვიდრების პირველ მცდელობად მიიჩნევა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა