დავით ზილფიმიანი - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - საქართველოში ვაქცინაცია არ დაწყებულა, რასაც მივიჩნევთ, დანაშაულებრივ პასიურობად

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - ფაქტი სახეზეა, რომ საქართველოში ვაქცინაცია არ დაწყებულა, ამას ჩვენ მივიჩნევთ, დანაშაულებრივ პასიურობად, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.

მისივე თქმით, თითქმის ყველა ქვეყანაში რომელიც განვითარების საშუალო დონეზე მაინც იმყოფება, ვაქცინაცია დაწყებულია და ეს პროცესი ორი თვეა მიმდინარეობს.

,,პრაქტიკულად ყველა თანაბრად ვართ ინფორმირებული ვირუსის გავრცელებაზე, ტენდენციებზე, მკურნალობაზე, ვაქცინაციაზე და ა.შ. ყველამ ვიცით, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში, რომელიც განვითარების საშუალო დონეზე მაინც იმყოფება, დაწყებულია ვაქცინაცია. ეს პროცესი უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. თქვენ ბრძანეთ, რომ დრო სჭირდება შერჩევას, პლატფორმებს, მოლაპარაკებებს... გეთანხმებით, მაგრამ ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ საერთოა ყველა ქვეყნისთვის - ეს ყველამ უნდა გაიაროს. თქვენგან მინდა მოვისმინო, მაინც რომელმა უწყებამ გამოიჩინა პასიურობა? დღეს არცერთი ვაქცინა საქართველოს ტერიტორიაზე არ არის, განსხვავებით სხვებისგან“, - აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო