ეკატერინე ტიკარაძე - სამედიცინო ჰოლდინგს ეტაპობრივად სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც შემოუერთდება

პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირებისთვის სწორი, ორგანიზაციული და ინსტიტუციური მოწყობაა საჭირო.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგის მთავარი ამოცანა, კლინიკების მართვის ეფექტურობის ამაღლება, ხარისხიანი სერვისების მიწოდება და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სერვისების განვითარებაა.

„ჰოლდინგის მთავარი ორიენტირი არის სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნების უპირატესობა. ჰოლდინგს ეტაპობრივად შემოუერთდება სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც. ჰოლდინგის ეფეტური საქმიანობის პირველი შედეგები ჩვენ უკვე ვიხილეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე. 25 იანვარს ჩვენ გავხსენით ახალი კოვიდ განყოფილება, რომელიც სრულად აღჭურვილი 400 საწოლით მოემსახურება პაციენტებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს მასშტაბური რესურსი, რომელიც წლების მანძილზე გამოუყენებელი რჩებოდა, ეტაპობრივად რეაბილიტირდება და სულ მალე სრული დატვირთვით მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. მსგავსი რეაბილიტაცია და განახლება შეეხება ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანებულ ყველა დაწესებულებას",- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა