ალეკო ელისაშვილი - ძალიან ფეთქებადსაშიში ვითარებაა - საფრთხეა სამოქალაქო დაპირისპირების და ერთ-ერთი ყველაზე ოპოზიციის მოძულე ადამიანის წარდგენა პრემიერად, ვითარებას ძალიან დაამძიმებს

ძალიან ფეთქებადსაშიში ვითარებაა, საფრთხეა სამოქალაქო დაპირისპირების,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელისაშვილის განცხადებით, ამ ვითარებაში კომპრომისის მიღწევა მნიშვნელოვანია, თუმცა, ღარიბაშვილის რიტორიკიდან გამომდინარე, ეს რთულად წარმოუდგენია.

მისი თქმით, "მოქალაქეები" ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

"ძალიან ფეთქებადსაშიში ვითარებაა ქვეყანაში. ქვეყანა გაგლეჯილია ორად, ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის გადალაგებული და პირდაპირ საფრთხეა სამოქალაქო დაპირისპირების. ამ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური, ოპოზიციის მოძულე და კონფტრონტაციული ადამიანის წარდგენა პრემიერ-მინისტრად ვითარებას ძალიან დაამძიმებს და გაართულებს. ჩვენ გვჭირდება პრემიერ - მინისტრად ადამიანი, ვინც ოპოზიციასთან დაჯდება, დაილაპარაკებს და კომპრომისს მივაღწევთ. ღარიბაშვილის რიტორიკიდან გამომდინარე რთულად წარმომიდგენია, რომ შეძლებს ოპოზიციასთან დალაპარაკებას და მოლაპარაკების გზით ვითარების განმუხტვას", - განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა